დაიბადა 1938 წლის 7 თებერვალს, ქ. თბილისში. 1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ მინიატურების ანსამბლში, რომელიც შემდგომ 1968 წელს გადაკეთდა ფილარმონიასთან არსებულ მინიატურების თეატრად, ხოლო 1975 წლიდან სახელმწიფო მინიატურების თეატრად. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1982).