დაიბადა 1978 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო სამი წლის ასაკიდან. 1981 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ითამაშა სპექტაკლში "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე". 2003 წლის სტუდენტური ფესტივალის „დებიუტის” აღმოჩენა - ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი.