დაიბადა 1974 წლის 1 დეკემბერს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (პედაგოგი ლევან მირცხულავა). 1997-1998 წლებში მუშაობდა რუსთავის თეატრის მსახიობად. 1998 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. 2008 წელს მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.