დაიბადა 1971 წლის 28 სექტემბერს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 1992 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის კლასი) და ამავე წელს დაიწყო მოღვაწეობა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მსახიობად. 1997 წლის საუკეთესო მსახიობი ქალი - როლისათვის მარიანა (სპექტაკლში ფედერიკო გარსია ლორკას “მარიანა პინედა“ - რეჟისორი გიორგი სიხარულიძე). ასევე მუშაობდა სხვადასხვა პროექტებზე: ლიტერატურული თეატრი - „ოქროს საწმისი“, „ცვლილებების თეატრი“; ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმი - „ელენე“,“დიახ მათ უყვარდათ სხვა საქართველო“, „არ მესროლოთ! ილია ვარ“; პირველი რადიო - რადიო დადგმები. იყო საპატრიარქოს რადიოს მთავარი რეჟისორი. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.