დაიბადა ქ. თბილისში 1942 წლის 15 აპრილს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის 46–ე საშ. სკოლა. 1959–64 წ.წ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1967 წლიდან მუშაობდა თსუ–ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ჟურნალისტიკის ისტორიის განხრით. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. 1977–2005 წ.წ. მუშაობდა ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრაზე უფროს მეცნიერ თანამშრომლად.