დაიბადა თბილისში 1969 წლის 15 ივნისს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები სერაფიმა ვეკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი). 1987-88 წ.წ. გაიარა სტაჟირება ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედაგოგი ლიუდმილა საფრონოვა).1989-1990 წლებში თბილისის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1990 წელს გახდა საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი ჯეკსონში, აშშ. რეპეტიტორი ნატალია ზოლოტოვა.1991 წელს სტაჟირება გაიარა დანიის სამეფო ბალეტში (კოპენჰაგენი). 1992 წელს წამყვანი სოლისტია მარინსკის თეატრის საბალეტო დასისა (პედაგოგები ნინელი კურგაპკინა და ოლგა მოისეევა). რუსეთის დამსახურებული არტისტი (2002). 1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 1997 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.