დაიბადა 1949 წლის 3 ივლისს, ზემო ალვანში (ამეტის რაიონი). 1971 წელს დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში, ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, უკრავდა ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში. იყო საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორული ანსამბლის "კელაპტრის" სოლისტი. სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "თუშეთი". 1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო "ქართულ ჰანგს". 2000 წელს ჩამოყალიბდა ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი “კესანე”. იგი კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია. არის მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორი. დამუშავებული და არანჟირებული აქვს თუშური მელოდიები. მიღებული აქვს მრავალი ოქროს მედალი და პრიზები.