დაიბადა 1907 წლის 29 ივნისს ქ. ზუგდიდში. 1924 წელს დაამთავრა თეატრალური სტუდია აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. 1924-30 წ.წ. იყო რუსთაველის თეატრის, ხოლო 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1946).