დაიბადა 1934 წლის 14 ოქტომბერს. 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის მხატვრული აკ. თეატრის სკოლა–სტუდია. 1956–1959 წლებში იყო მოსკოვის ვ. მაიაკოვსკის სახ. თეატრის მსახიობი. 1959–1970 წლებში "სოვრემენიკის", 1971–1972 წლებში მოსკოვის მხატვრული აკ. თეატრის, 1972–1981 წლებში მცირე თეატრში. 1992 წელს წავიდა ისრაელში. ისრაელში რამოდენიმე წლის მუშაობის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში გახსნა საკუთარი თეატრი. რუსეთის სახალხო არტისტი (1980). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1967).