დაიბადა 1908 წლის 28 სექტემბერს, ქ. სანქტ-პეტერბურგში ცნობილი იურისტის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1930 წელს. იგი იყო ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. რუსეთის (1959) და საქართველოს (1961) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ლენინური (1976) და სახელმწიფო (1956) პრემიების ლაურეატი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1982).