დაიბადა თბილისში 1969 წელს. დედა ელენე გაბრიაძე (მუსიკოსი), მამა რეზო გაბრიაძე (კინოდრამატურგი, პროზაიკოსი, მხატვარი). ჯერ სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე, ხოლო 1990 წელს ჩაირიცხა ლოს-ანჟელესში კალიფორნიის უნივერსიტეტში დიზაინისა და ანიმაციის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახსნა დიზაინ-სტუდია "Digital Gypsies". 6 წელი დაკავებული იყო გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციური გრაფიკის შექმნით. 2000 წელს გადავიდა მოსკოვის კინოკომპანია "Базелевс"-ის თანარეჟისორად. 2007 წელს გახსნა საკუთარი დიზაინ-სტუდია "Bold".