დაიბადა 1937 წლის 17 ივლისს ქ. თბილისში. 1955 წელს დაამთავრა 21-ე საშუალო სკოლა. 1961 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ვოკალის განხრით (პედ. გ. მარგიევი). კონსერვატორიაში სწავლის დროს იყო საოპერო სტუდიის სოლისტი. 1957 წლიდან ფილარმონიის სოლისტია. 1963-1988 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1982).