დაიბადა ქ. პარიზში 1927 წლის 11 ივლისს. შემდეგ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა იტალიაში, სადაც მამამისი მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობაში. 1934 წლიდან გადმოვიდა მოსკოვში. აქ 1949 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი (ვანინის სახელოსნო) და 50-იანი წლებიდან მოღვაწეობს კინოში. 1949-59 წ.წ. იყო მოსკოვის კინომსახიობთა თეატრ-სტუდიის მსახიობი, ხოლო 1959 წლიდან მუშაობს გორკის კინოსტუდიაში.