დაიბადა 1957 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშ. სკოლა, 1980 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1975-76 წ.წ. მუშაობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, 1980-91 წ.წ. - მეტეხის თეატრში, 1998 წლიდან სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობია.