რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი რეალობა. 15 წლის ბიჭი ლტოლვილად იქცევა და იძულებული ხდება მთაში წავიდეს საცხოვრებლად ბიძასთან. ბიჭი ახალ გარემოს ძნელად ეგუება, მისი მარტოხელა ბიძა კი ისევ მარტო რჩება. პარალელურად ვითარდება ახალგაზრდა წყვილის ამბავი, რომელიც შეუღლებას აპირებს. ბიჭი ტაქსის მძღოლია, გოგონა მობილური ტელეფონების მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ისინი ცხოვრების გახალისებას ცდილობენ, მაგრამ მათი ყოფა ერთფეროვანი და მძიმე რჩება. ახალგაზრდები ერთმანეთს სცილდებიან.