ახალგაზრდა კაცი ქალს ქუჩაში ხელჩანთას ართმევს. მდევარს რომ თავი დააღწიოს, ახლომდებარე შენობის ერთ ბნელ ოთახში შერბის. დაწესებულების თანამშრომლები შენობას კეტავენ და მიდიან. მამაკაცი აღმოაჩენს, რომ მორგშია გამოკეტილი. . . დაძაბული ღამის განმავლობაში მთავარი გმირის ისტორიას ვეცნობით. აღმოჩნდება, რომ მას უამრავი პრობლემა აქვს, მათ მოგვარებას კი დილით, "ტყვეობიდან" გასვლისთანავე აპირებს. როდესაც მორგის თანამშრომელი კარს აღებს, მამაკაცი თავქუდმოგლეჯილი გარბის, მაგრამ მის გეგმებს ასრულება არ უწერია.