ზღაპრული, ჯადოსნური სამყარო ყველა ბავშვის სულიერების განუყოფელი ნაწილია. დაბადების დღის წინა ღამით ჩაფიქრებული სურვილებიც სწორედ პატარა ნინიკოს სათუთი სულის ანარეკლია - ულამაზეს, ზღაპრულ სიზმარში ასახული. სიზმარში ფილმის გმირები სიკეთისა და მეგობრობის დახმარებით ამარცხებენ ბოროტებას, რაც რეალურ სამყაროში ეხმარება ნინიკოს სასიკეთოდ შეცვალოს მეგობრებისადმი დამოკიდებულება.