ტელევიზორის ეკრანზე ომის ამსახველი კადრები ენაცვლება ერთმანეთს: ტანკები, ჯარისკაცები და ხანძარი ტყეში. ფილმის გმირი კი მაღალი მწვერვალების დაპყრობაზე ოცნებობს. მას სურს ღრუბლებს ზემოთ აღმოჩნდეს და ომის სისასტიკეს ბუნების სილამაზეში გაექცეს. თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ ტყეებს უკვე მის ილუზორულ სამყაროშიც გასჩენია ცეცხლი.