მთაში ყოველ კუთხეს თავისი მფარველი ანგელოზი, "ადგილის დედა" ჰყავს. მთის მიტოვებული სოფლის "ადგილის დედად" ქცეულა მოხუცი ქალი, რომელსაც მარტოობა ყოფნა-არყოფნის ზღვართან მიიყვანს, სახრჩობელას ჩამოაბამს, მაგრამ მწარე ფიქრებიდან საბალახოდან დაბრუნებული საქონლის ბღავილი გამოაფხიზლებს, მიახვედრებს – სიკვდილის უფლება არა აქვს. სანამ ცოცხალია, სოფელს სოფელი ერქმევა, მხოლოდ მის სიკვდილთან ერთად გაქრება სიცოცხლის ნიშან-წყალი ამ კუთხიდან.