მარინა შუკიუროვა ბელარუსში ცნობილი მომღერალი, ჯგუფ Shuma-ს თანდამფუძნებელი, ვოკალისტი, ბელარუსული ფოლკის მკვლევარი, ვოკალის ,,იმიჯმეიქერი'' და სახალხო აქტივისტია. სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო იძულებული გახდა, სამი წის შვილთან ერთად საქართველოში გადმოსულიყო საცხოვრებლად. უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ იცნობს, ორმოცდაორი წლის ასაკში მას თავიდან უწევს ცხოვრების დაწყება და თავის დამკვიდრება.