გორელი ფოტოგრაფი ნიკო კალანდაძე ქალაქის ყოველდღიურობას ფოტოფირზე აფიქსირებს. მისი 25-წლიანი უზარმაზარი ფოტოარქივი გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა აღმოაჩინა, ციფრულ ფორმატში გადაიტანა და წიგნი-კატალოგი გამოსცა. ეს არის უნიკალური ვიზუალური მასალა, სადაც აღბეჭდილია ქალაქისა და მისი მცხოვრებლების ყოველდღიურობა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში. ნიკო კალანდაძე დღესაც ამ სფეროში მუშაობს.