ფილმი მოგვითხრობს პოლისა და იუსტინას შესახებ. პოლი წარმოშობით ამერიკელია, პროფესიით მუსიკოსი და ჰყავს თავისი ბლუზ-ბენდი. იუსტინა პოლონელია, პროფესიით ფოტოგრაფი, მრავალი საერთაშორისო ფოტოგამოფენის მონაწილე და პრიზიორი. ისინი 2001 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში, როგორც ტურისტები. იმდენად მოეწონათ ეს ქვეყანა, რომ აქ დარჩენა და ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. 2010 წელს გაუჩნდათ შვილი, რომელსაც ქართული სახელი - ნესტანი - დაარქვეს.