ავტორი სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეებში მოგზაურობს, თაობებს შორის ცოდნის გადაცემის პროცესს იკვლევს და საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიით ცდილობს წარსულსა და აწმყოს შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენას.
კადრებად ქცეულ მოგონებებს ავტორის დედა ფილმში წერილებით პასუხობს - რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა მასწავლებელი გარდამავალ პერიოდში და პასუხისმგებლობით ანთებული ზრდიდე შვილებს იმ სამყაროსთან შესახვედრად, რომელიც თავად არასოდეს გინახავს.