თხილამურზე სრიალის მოყვარული მეტალურგებისა და არქიტექტორების დიდმა ჯგუფმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა არაჩვეულებრივი და ჯადოსნური მთა უნიკალური თვისებებით სათხილამურო სპორტისათვის, როცა იქ ბოლო მოსახლე იყო დარჩენილი. მთა სულ დაცლილიყო და სოფელს რეალურად ერთადერთი მთიული ქალბატონი წარმოადგენდა. ახლა აქ მთელი სპორტული ქალაქია. ლომისის მადლი გვფარავდეს.