ფილმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურ აღმოჩენაზე მოგვითხრობს: გრაკლიანი გორის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს, აღმოაჩინა წარწერა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნეს განეკუთვნება. მსოფლიოს სამი უნივერსიტეტის ავტორიტეტული ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ ეს წარწერა მსოფლიოს უძველეს დამწერლობათა რიცხვს მიეკუთვნება...