ფილმის მთავარ გმირს, ნათიას მანქანებისადმი მისწრაფება ბავშვობიდან აქვს, რაშიც დიდი წვლილი მამამისს მიუძღვის, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ნათიამ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ,,სხვაგან მოხვდა". ახლა ის ავტომექანიკოსად მუშაობს და, წინააღმდეგობების მიუხედავად, ცდილობს, ბავშვობის ოცნება თავის მუდმივ პროფესიად აქციოს.