,,ავტოპორტრეტი ზღვარზე'' იდენტობითა და საზღვრებით შეპყრობილობაზეა. ერთი ოჯახის კუთვნილი სახლი აფხაზეთში ერთგვარი ,,პანდპრას ყუთი'' ხდება. აფხაზეთის ომის დროს დაკეტილი კარის გაღების შემდეგ იქ დაგუბებული მტკივნეული და პირადი ამბები გამოხატვის გზას პოულობს და თხრობის ექსპერიმენტულ ფორმებს იძენს.
საარქივო მასალებითა და აფხაზეთში გადაღებული კადრებით ფილმი ქართულ-აფხაზური რთული ურთიერთობების პერსონალურ განზომილებაზე ჰყვება.