ფილმის გმირები ყოველდღე ტოტალიზატორში იკრიბებიან, დებენ ფსონებს, უყურებენ ფეხბურთსა თუ კალათბურთს და ზოგჯერ იგებენ კიდევაც. მათი ცხოვრება აზარტითაა სავსე, მათი გუნება-განწყობა კი ამა თუ იმ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. ამასობაში ქვეყანაში ანტიტოტალიზატორული კამპანია იწყება და თანდათანობით ძალებს იკრებს.