სამშენებლო კომპანია უკვე 7 წელია ვერ ახერხებს საცხოვრებელი კომპლექსის ,,ვენეციის" დასრულებას. ბინის მესაკუთრეთა ყოველი მცდელობა, იპოვონ გამოსავალი და თავად დაასრულონ მშენებლობა, მარცხით მთავრდება. შვიდწლიანი სტაგნაციის შემდეგ, ბინის მესაკუთრეებს საბოლოოდ აქვთ რეალური შანსი, მიიღონ თავიანთი ქონება დასრულებულ კორპუსში, მაგრამ მშენებლობის დასასრულებლად მათ უნდა აიძულონ ერთ-ერთი მესაკუთრე, დათმოს ბინა.