ფილმის მთავარი გმირები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გლეხები არიან: თოხნიან, ბარავენ, უვლიან საქონელს, მოჰყავთ მოსავალი. მაგრამ ის, რაც მათ თანასოფლელებისგან გამოარჩევს, თეატრის დიდი სიყვარულია. ზამთარ-ზაფხულ, თოვლსა თუ წვიმაში, ყოველდღე იკრიბებიან ნახევრად დანგრეულ შენობაში, გადიან რეპეტიციებს და ახალ სპექტაკლებს დგამენ.