1991 წელს წითელი იმპერია დაიშალა. საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ერთ დროს მდიდარი რესპუბლიკა სამოქალაქო დაპირისპირებებში ჩაეფლო. მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა - სამოქალაქო ომები, უშუქობა, სიღარიბე. ერთ დროს უახლოესი მეგობრები სასიკვდილოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.