პოლიციელები მამას დაღუპული შვილის მიერ ნაძარცვის შენახვას ედავებიან და სასტიკად სცემენ. ის ნაგავსაყრელზე მოდის გონს. დანაშაულით დამძიმებული ცხოვრობს მამა და თავს არ აძლევს უფლებას, რომ ყაჩაღი შვილი უყვარდეს. ერთხელ ის ფიროსმანის ,,კახეთის მატარებლის" რეპროდუქციას ნახავს. მისთვის ფიროსმანის მხატვრობასთან შეხება უკან დაბრუნების, მონანიების, შვილისადმი სიყვარულის აღიარების შესაძლებლობა ხდება.