ორმოცდაათი წლის მერაბ მესხი უნებლიედ დანაშაულის თვითმხილველი ხდება. თავდაპირველად, უშედეგოდ ცდილობს ამ ამბის მეხსიერებიდან წაშლას და თავის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულ ცხოვრებას აგრძელებს. ცდილობს, მოაგვაროს ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან და შეასრულოს მამობრივი მოვალეობები, მაგრამ, მიუხედავად მცდელობისა, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება.