კინოსტუდია ,,ქართული ფილმი" მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კინოსტუდიაა, რომლის ფუნქციადაკარგული ლაბორატორია დღეს სულების ქალაქს გვაგონებს, სადაც 80 წელს მიღწეული თანამშრომლები - სომეხი რობერტი, ქურთი გავაზი და ქართველი ნანი - უკვე ათეული წლებია, ერთად მუშაობენ, ქართულ კინომატიანეს უვლიან და უკეთეს დროს ელიან, როდესაც კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" ბაზაზე ისევ დაიწყება დიდი კინოს გადაღება. ძველი ლაბორატორია კავკასიის პატარა მოდელია.