ნონა და მაია. ჭადრაკის ორი აღიარებული დედოფალი. მათი განვლილი გზები, მნიშვნელოვანი პარტიები, წარმატებები, მარცხი... როგორ იქმნებოდა ჭადრაკის დედოფლისგან გმირი- აკრძალვები, წესები და კანონები, რაც ნონას და მაიას აუცილებლად უნდა დაეცვათ. ცხოვრებისეული ბრძოლა დაფის მიღმა, არშემდგარი პარტიები, ვერგათვლილი სვლები. მათი სიცოცხლის არსი ბრძოლაა.