13 წლის მარიამი მამასთან ერთად თბილისის ერთ გარეუბანში ჯიხურში ცხოვრობს. მამა-შვილი დღისით მუშაობს, ღამით ნაშოვნი ფულით ვახშმობს, ზოგჯერ კი საქურდავადაც დადის. სიღარიბესთან ერთად მარიამს გამკლავება უწევს გარდატეხის ასაკთან და მუდმივ შიშთან, რომ მამა ფულის გამო უღალატებს.