ვრცელდება ინფორმაცია აპოკალიფსის მოახლოების თაობაზე, რომ რვა წუთში მზე ჩაქრება და დედამიწაზე წყვდიადი დაისადგურებს სამუდამოდ, მსოფლიო ქაოსში გადაეშვება. გია ტელეფონით უკავშირდება თავის შვილს, რომელთანაც დიდი ხანია ახლო ურთიერთობა აღარ აქვს. სატელეფონო საუბრის დროს გია შეიტყობს, რომ მის შვილს არაფერი სმენია მოსალოდნელი კატასტროფის შესახემ. სწორედ ამ დროს იბადება იდეა.