ფილმი ასახავს ქართველი ფოტოგრაფების მუშაობას 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროს. ფილმის მიზანია აჩვენოს, ფოტოკამერის საშუალებით დაფიქსირებული ის საინტერესო კადრები, რომელიც მაყურებელს შეიარაღებულ კონფლიქტს სხვა რაკურსით დაანახებს. ეს არის ფილმი არა ომზე, არამედ ამ ომში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილე ადამიანებზე.