პოეტური დოკუმენტური ფილმი თანამედროვე ახალგაზრდებზე... ამბავი ბიჭების, სკეიტერების, არტისტების და მუსიკოსების შესახებ პოსტსაბჭოთა საქართველოში - არეულ ქვეყანაში, სადაც საეკლესიო და პოლიტიკურმა ძალაუფლებამ შეიძლება ადამიანი ფეხქვეშ გათელოს. ფილმი ყურადღებით აკვირდება თინეიჯერების ოცნებებსა და გრძნობებს, რომლებიც თავისუფლების არარსებული კუნძულების და რომანტიკული სულიერი მდგომარეობის ძიებაში იკარგებიან..