ფილმის გმირი, ნიკო საგიაშვილი, ჯავახეთის რაიონში, სოფელ აგანას სომხურენოვან სკოლაში ქართულს ასწავლის. ნიკო მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას:ხელშეკრულება ეწურება. მისი გადასაწყვეტია, დაუბრუნდეს მშობლიურ სახლს, ფეხმძიმე მეუღლეს, უნივერსიტეტს... თუ დათანხმდეს მოსწავლის თხოვნას, გააგრძელოს პროექტი.