ფილმი ნიკო ფიროსმანის საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ნახატის ისტორიას გვიამბობს. ეს საიდუმლოებით მოცული ამბავი 30-იანი წლებიდან იწყება, როდესაც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ფიროსმანის დახატული მონადირე შეისყიდა. იმავე წელს მუზეუმში კიდევ ერთი ნახატი მოხვდა, საკმაოდ დაზიანებული და დანაწევრებული. აღმოჩნდა, რომ მონადირის ფრაგმენტი, სწორედ ამ დიდი ტილოს ნაწილი იყო.