სამყარო ბადის მიღმა, სადაც ერთადერთი გზა თვითგადარჩენისთვის თევზაობაა. მებადურის უმძიმესი და ხიფათიანი შრომა. დელფინების ესკორტი და საკვების იოლად მოპოვების ზღვის უძველესი სიმფონია დაჟანგული მექანიზმების გუგუნში. ახალგაზრდა, ხეიბარი მეთევზე ჯანო ზღვის პირას ცხოვრობს. თევზაობა მისი ხელობაა. თუმცა მეზობელ სტაროვერებივით იღბლიანი ვერ არის. ოცნებობს, ჰქონდეს სახლი ტბაზე და ღამეც თევზებთან ახლოს ეძინოს. ჯანო იმედით ცოცხლობს.