ფილმის გმირი 13 წლის ლუკა ტატიშილია, რომელიც წყალდიდობამდე ზოოპარკში მოხალისედ მუშაობდა. ლუკა სკოლის შემდეგ თითქმის ყოველდღე დადიოდა ზოოპარკში და უვლიდა ფრინველებს, ცხოველებსაც ხშირად აკითხავდა. მისთვის იქაურობა ცხოვრების ნაწილად იქცა. ზოოპარკი იყო ის ადგილი, რომელიც ერთმანეთს მიბჯენილი საცხოვრებელი კორპუსების დახშული სივრციდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევდა ლუკას. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ქალაქს უბედურება მოუტანა.