მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,ამირი" ცნობილ ქართველ მხატვართა დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ამირ კაკაბაძის სულიერი პორტრეტის შექმნის მცდელობაა, სადაც ბიოგრაფიული ხაზი მაყურებელმა რეჟისორის ალეგორიული თხრობის მანერის მიღმა უნდა ამოიკითხოს. ფილმის მიზანიც მხატვრის რთული, ხშირად წინააღმდეგობრივი შინაგანი სამყაროს წარმოჩენაა. სამყაროსი, რომელიც არ ემორჩილება დროის ჩვეულ დინებას და მხოლოდ საკუთარ, საგანგებოდ მისთვის დაწესებულ დროში არსებობს.