ფილმი ასახავს უნიჭიერესი მუსიკოსის ცხოვრებას, რომელიც ცდილობს, თავისი ხელოვნებით დაიმკვიდროს თავი პოსტსაბჭოთა საქართველოს ერთ პატარა შავიზღვისპირა ქალაქში, სადაც ნიჰილიზმი და გულგრილობაა გამეფებული. სოლომონის მუსიკა მხოლოდ დღესასწაულებზე, სარდაფებში ან პლაჟზე ისმის. ერთადერთი ადამიანი, ვინც მას უგებს და ვისთვისაც ის ძვირფასია, მისი პატარა ქალიშვილია, რომელსაც მამა იშვიათად ხედავს.