ფილმის გმირი ერთი ჩვეულებრივი ზებრა იყო, რომელიც მონოტონური ცხოვრებით ცხოვრობდა, მუშაობდა ნაკრძალში და ტურისტებისათვის ზებრების ცხოვრებასა და მათ თავისებურებებზე პრეზენტაციებს ატარებდა. ერთმა დღემ ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში. მან დაკარგა ზოლები. ზებრამ ძალიან განიცადა, თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ მთავარი არაა, გაქვს თუ არა ზოლები... მთავარია, იპოვო საკუთარი თავი, შეძლო კეთილი საქმეების კეთება... მთავარია, ყველას უყვარდე, იმიტომ, რომ შენ უბრალოდ შენ ხარ, მთელი შენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.