გორანი ბოშური წარმოშობის მომთაბარეა, თავის თავს მეაქლემეს უწოდებს. ის 20 წელია, გზაშია და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს თავის აქლემთან და სხვადასხვა ცხოვლებეთან ერთად. საქართველოში გორანი გავლით შემოვიდა, თუმცა უკვე მეოთხე წელია, რაც სასაზღვრო პრობლემების გამო გაჩერებულია. ამჟამად მისი კარავი წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშლილი, სწორედ აქ გაიცნო გორანმა ფილმის მეორე მთავარი გმირი რომა, ადამიანი ტრაგიკული და სიურეალისტური წარსულით. გორანი ფილმში მოძრაობას განასახიერებს, რომა კი - სტაგნაციას.