იქ, სადაც მთავარი საფიქრალი მავნებელი მწერია, რომელიც სოფელს მოსავლის განადგურებით ემუქრება, ბაბუა შვილიშვილს დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლის. ვალერიან კოტრიკაძე და მისი შვილიშვილი ვაკო დედაქალაქიდან სამასი კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბუკნარში ცხოვრობენ. ვაკოს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. ბაბუა ისახავს მიზანს, რომ ვაკო დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ისწავლოს ხელობა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს.