ქმართან მორიგი ჩხუბის შემდეგ შეურაცხყოფილი ქალი ძირს დაგდებულ გატეხილ ჩარჩოს იღებს და თავისი ბავშვობის დროინდელ ფოტოს დაჰყურებს, რომელზეც დედ-მამასთან ერთადაა გამოსახული. ფოტოს წარსულში გადავყავართ. ქალს ახსენდება, პატარაობისას როგორ შეესწრო დედ-მამის ჩხუბს, დედამისის დამცირებას. ,,სამაია" ქალთა სამეულის პრინციპზე აგებული ქართული ცეკვაა და ფილმიც სამი თაობის ქალს- წარსულს, აწყმოსა და მომავალს - აერთიანებს.