,,ორი სილა" ქართული ხალხური ზღაპარია. ის მოგვითხრობს გლეხი კაცის ამბავს, რომელიც ერთ დღეს გასაჭირში ჩავარდება და გადაწყვეტს, დახმარება ხელმწიფეს სთხოვოს. ხელმწიფე გულუხვი კაცია, ბევრ ადამიანსაც აყენებს ფეხზე, მაგრამ მისი კარისკაცი მისგან ფარულად მოქმედებს. ერთი შეხედვით მარტივი და მხიარული ამბავი, რომელიც დიდი იდეის მატარებელია. კორუფცია არ არის ბლო ათი, ოცი ან ასი წლის პრობლემა, კორუფციული მეთოდები მუდამ არსებობდა.